მრჩეველთა საბჭოს სხდომა.
2023 წლის 15 მარტს 14:00 საათზე გაიმართება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს სხდომა.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების შესახებ.
მომხსენებელი: დავით შარაშიძე
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შესახებ.
მომხსენებელი: დავით შარაშიძე
სკრინინგის განცხადება - სოფ. ბუქსიეთში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციის სკრინინგის განცხადება
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სოფ. ბუქსიეთში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციის სკრინინგის განცხადება
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „ბუქსი ჰესის“
ინფორმაცია სკრინინგის შესახებ:
სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად
განთავსებულია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ.
ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/2499). გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული
შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ
სააგენტოში 2023 წლის 10 მარტის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის
გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..
ქობულეთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში 220 კვ. ,,პალიასტომი 1’’-ს შეჭრის 220/110/35 კვ. ქ/ს ,,ოზურგეთში’’, 110 კვ. ორჯაჭვა „ოზურგეთი-ზოტიჰესის“ ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანისა და ქვესადგური ,,ოზურგეთის’’ განთავსების პროექტის ექსპლუატაციი
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გურიის რეგიონში გეგმავს „220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,პალიასტომი 1’’-ს შეჭრა 220/110/35 კვ ქ/ს ,,ოზურგეთში’’, 220/110/35 კვ ქვესადგური ,,ოზურგეთის’’ და 110 კვ ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის „ოზურგეთი-ზოტიჰესის“ პროექტის ცვლილებას.
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“
სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ლინკი- https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1422). დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 21 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ.ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..
სკრინინგის განცხადება - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. გორაბერეჟოულში შპს „ჯორჯტრანსის“ სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა- ექსპლუატაციაზე სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. გორაბერეჟოულში შპს „ჯორჯტრანსის“ სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაციაზე სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ” 2023 წლის 15 თებერვლის №81/ს ბრძანება
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ჯორჯტრანსი“
ინფორმაცია სკრინინგის შესახებ: იხილეთ დანართი
საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი დანართის - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი დანართი - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი დანართი - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა, თანდართული დოკუმენტაცია და სკოპინგის განცხადება, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, განთავსებულია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (ელ. ბმული- https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1209), საქართველოს მუნიციპალიტეტების მერიის საინფორმაციო დაფასა და ოფიციალურ ვებგვერდებზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.moesd.gov.ge/?page=projects&s=49).
სოფ. გორაბერეჟოულში სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის სკრინინგის განცხადება
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის სკრინინგის განცხადება.
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ჯორჯტრანსი“.
სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1303). გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა უზრუნველყოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, პროექტების შერჩევის პროცედურების დასაწყისიდანვე, მოქალაქეებს ეძლევათ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, მათ შორის, მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ინფორმაციის თავისუფლად მიღების, საპროექტო წინადადებების შემუშავების, წარდგენის, მათ შესახებ ინფორმაციის მოსახლეობაში გავრცელების და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულობის უზრუნველყოფის სახით. მუნიციპალიტეტი ყველა შესაძლო საშუალებით მოახდენს პროცესის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას, საერთო კრებებზე გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო პროცედურების ორგანიზებასა და მათი სხდომების ჩატარების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თაობაზე საპროექტო წინადადებების მოქალაქეებისგან მიღებას ახდენენ მერიის უფლებამოსილი პირები, რომლებიც განსაზღვრული არიან მერის შესაბამისი ბრძანებით (იხ. ბრძანება).
ნებისმიერ პირს (მიუხედავად მისი რეგისტრაციის ადგილისა, მოქალაქეობისა და ა.შ.) შეუძლია გადმოიწეროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საიტიდან (chokhatauri.gov.ge) საპროექტო წინადადებების ფორმა (იხ. დანართი), ან მიიღოს ადგილზე მერის წარმომადგენლისაგან და ის შევსებული სახით წარმოადგინოს მერიაში, ან საკუთარი იდეა/წინადადება ზეპირი სახით აუხსნას მერიის უფლებამოსილ პირებს (მ.შ. ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს), რომლებიც დაეხმარებიან მას ფორმის შევსებაში. შესაძლებელია, მოქალაქემ საპროექტო წინადადების ფორმა ელექტრონულად გადააგზავნოს მერიაში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
საპროექტო წინადადებები წარდგენილი უნდა იყოს შემდეგი მიმართულებებით:
ა) სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
ბ) სარწყავი სისტემები;
გ) სანიაღვრე არხები;
დ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;
ე) გზები და გზისპირა მოსაცდელები;
ვ) ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
ზ) გარე განათება;
თ) სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
ი) სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
კ) ამბულატორიის შენობები;
ლ) სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
მ) სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
ნ) სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
ო) წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
პ) მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
ჟ) გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.
საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი დანართის - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სკოპინგის განცხადება
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის განცხადებასა და საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის და მისი დანართის ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის პროექტებს.
სკოპინგის განცხადებასა და სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნების და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოში მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
სგშ-ის ანგარიშთნ და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტტან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1180
მრჩეველთა საბჭოს სხდომა
2022 წლის 26 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს სხდომა.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებებლი: დავით შარაშიძე
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ.
მომხსენებლი დავით შარაშიძე