ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

2019 წლის 15 ოქტომბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ორგანიზებითა და სოფ. გოგოლესუბნის ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ ქალები სოფლად“ ინიციატივით აღინიშნა სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, გოგოლესუბნის ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ ქალები სოფლად“ წევრები, მერის წარმომადგენელი და სპეციალისტები.
ღონისძიების მთავარ თემას წარმოადგენდა სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემები და გამოწვევები. მონაწილეებმა ისაუბრეს სოფლად მცხოვრები ქალების წვლილზე ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში. ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრმა და პროექტის „ქალთა გაძლიერება შინამეურნეობაში ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე“ მონაწილემ ინგა კურტანიძემ პროექტში მიღებული გამოცდილება გაუზიარა შეხვედრის მონაწილეებს.
გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ჩოხატაურის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა მანანა მინდაძემ დამსწრეებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამები გააცნო და საინფორმაციო მასალა გადასცა.
შეხვედრის მონაწილე ქალებმა, რომლებიც შინამეურნეობას ეწევიან, წარმოადგინეს ინიციატივა, სოფელ გოგოლესუბანში შეირჩეს სადემონსტრაციო მიწის ნაკვეთი, რომელზეც საჩვენებლად მოხდება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება.
ღონისძიების მონაწილეება ამ დღის აღსანიშნავად სიმბოლურად დარგეს ხე. შეხვედრის დასასრულს კი საინიციატივო ჯგუფის „ქალები სოფლად“ წარდგინებით სოფელ გოგოლესუბნის გამოცდილ შინამეურნე ქალებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს მიერ გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო  დღე აღინიშნა

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG