ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 ივლისის სხდომის დღის წესრიგი
- საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
მომხსენებელი: მარინე ბერაძე
საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე
- „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 20 ივნისის №8 დადგენილების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: მარინე ბერაძე
საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე
- „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ნიკოლოზ დუმბაძე
მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი
- ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბერის №17 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: მაია გოგოლაძე
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ნუსხის განსაზღვრის შესახებ.
მომხსენებელი: ვალერი ყაჭეიშვილი
მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯვარცხმაში მდებარე 2394.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ – ———–) სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ

მომხსენებელი: ვალერი ყაჭეიშვილი
მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ფარცხმის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუა ფარცხმაში მდებარე მე-12 ქუჩისთვის გრიგოლ მეგრელიშვილის სახელის მინიჭების შესახებ.

მომხსენებელი: მარინე ბერაძე
საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ერკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე N 9 ქუჩისთვის ფილიპე მგალობლიშვილის სახელის მინიჭების შესახებ.

მომხსენებელი: მარინე ბერაძე
საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე
- „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
დანართი – გეგმა
მომხსენებელი: თეა უჯმაჯურიძე
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი
- ინფორმაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების შესახებ.
მომხსენებელი: მაია გოგოლაძე
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი