„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქმიანობის (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მდ. საშუალაზე, შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ 2.25 მგვტ დადგმული სიმძლავრის ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ჰესის („საშუალა ჰესი“), 35 კვ ძაბვის მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის და 35 კვ ძაბვის ქვესადგურის მშენებლობა და ექსპლუატაცია) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარდგენის საჭიროების დადგენის მიზნით შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ მიერ ა/წ 25 მაისს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.
სკრინინგის განცხადება თანდართული დოკუმენტებთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/. დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე:
https://ei.gov.ge/ka/info/955a21c2-310b-41ba-b8f9-c4f756b014db. გთხოვთ, სკრინინგის განცხადებით გათვალისწინებულ საკითხსა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში უზრუნველყოთ 2026 წლის 9 ივნისის ჩათვლით მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზ. N150, 0112 თბილისი ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.
