2026 წლია 17 ივლისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერძენიშვილი ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე. მიღებულ იქნა 1 დადგენილება და 12 განკარგულება, მათ შორის, დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
საკრებულოს წევრებმა, მუნიციპალიტეტის მერიაში დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული რაოდენობა განიხილეს.
სხდომაზე იმსჯელეს, მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ.
ასევე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლისათვის, ,,სსიპ გრიგოლ მეგრელიშვილის სახელობის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლის“ სახელის მინიჭების შესახებ’’ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ თანხმობის გაცემის თაობაზე.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს მუნიციპალიტეტის 2026 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.


