ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან, ნიკოლოზ დუმბაძესთან, ერთად მოქალაქეებს შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა.
როგორც მერმა აღნიშნა, თითოეული მოქალაქის საკითხს შესაბამისი სამსახურები ინდივიდუალურად შეისწავლიან და შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად სწრაფად ეცდებიან მათ მოგვარებას.