ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მინდია ჟღერიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და მათი საფლავები ყვავილებით შეამკო.
აფხაზეთში დაღუპულ მეომართა შორის არიან ჩოხატაურელი მებრძოლები: ზაზა ცინცაძე, გურამ უჯმაჯურიძე, მამუკა კალანდაძე, გურამ სიხარულიძე, ნუგზარ კიკვაძე, ლექსო ბერაძე, გოჩა უნგიაძე, გელა ბელაუსოვი, ალბერტ შინოვი, ვახტანგ შათირიშვილი, ზურაბ კიკვაძე,
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკათედრო ტაძარში ომში დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.