ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა მინდია ჟღერიამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე სამუშაოები, არსებული მდგომარეობა და მოსახლეობის საჭიროებები. ასევე, იმსჯელეს პრიორიტეტულ ამოცანებსა და მიმართულებებზე, რათა თითოეულ თემში ადგილობრივ მოსახლეობას დროული მხარდაჭერა და საჭირო მომსახურება მიეწოდოს.
„ადმინისტრაციულ ერთეულებთან მუდმივი კოორდინაცია უზრუნველყოფს, რომ თითოეულ სოფელს ჰქონდეს ეფექტიანი მხარდაჭერა და სწრაფი რეაგირება მოსახლეობის საჭიროებებზე“, — განაცხადა ჩოხატაურის მერმა, მინდია ჟღერიამ.
შეხვედრას მერის მოადგილეები ბიძინა ცინცაძე და ლევან ჩხიკვაძე დაესწრნენ.




