გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ჩოხატაურის მერმა მინდია ჟღერიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით შარაშიძემ, მერის მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შუა ამაღლებისა და ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში სოფლებში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნები, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტული აქტივობების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
სამუშაოები, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 260 000 ლარი შეადგინა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.




