ხელოვნების სასახლეში, ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასელთა ბოლო ზარი გაიმართა, რომელსაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.
მერმა ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.


