ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ინიციატივითა და მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, კრიმანჭულის პარკში, შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გამართულ ღონისძიებაზე, მონაწილეებს მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი აქტივობები შესთავაზეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ჩხიკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერძენიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.



