კურორტ ბახმაროს უნიკალური რეკრეაციული პოტენციალის, ეკოსისტემისა და არქიტექტურული იერსახის დაცვის მიზნით, მკაცრად კონტროლდება ნებისმიერი სახის სამშენებლო საქმიანობა.
შესაბამისი ნებართვისა და კანონიერი საფუძვლის გარეშე წარმოებული ყოველი მშენებლობა არის უკანონო. გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ტერიტორიის უწყვეტი მონიტორინგი.
სამართალდამრღვევი პირების მიმართ გატარდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ზომები, რაც გულისხმობს ფულად ჯარიმებსა და უკანონო ნაგებობების დემონტაჟს.
მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა და ნუ ჩაერთვებით კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. უნებართვო მშენებლობის ფაქტის შემჩნევის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 574 74 07 40; 577 95 70 24 ან მოგვწეროთ ოფიციალურ გვერდზე.

