ჩოხატაურში, გორაბერეჟოულის ერისთავების ისტორიულ მამულში, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით გურული ღვინის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ფესტივალი, რომელიც მიზნად ისახავს გურული ენდემური ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული ღვინის პოპულარიზაციასა და გურიის რეგიონში მევენახეობის განვითარებას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის პატრონაჟით ჩატარდა.








