
გია გიორგაძე
ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი
დაბადების თარიღი: 01.07.1960
ტელ: 577 922 992
ელ.ფოსტა: econ@chokhatauri.gov.ge
განათლება ———————————————————————————————————————————————————————
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კვალიფიკაცია: ეკონომისტი
სამუშაო გამოცდილება ————————————————————————————————————————————————
2016 წლიდან დღემდე - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი
2011-2014 წლები - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის უფროსი
2008-2011 წლები - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგებლის მოადგილე
2007-2008 წლები - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი
2001-2004 წლები - საქართველოს კონტროლის პალატის დასავლეთ დეპარტამენტის კონტროლიორი
1994-2001 წლები - გურიის რეგიონალური კონტროლის პალატა, მთავარი ინსპექტორი
1993-1994 წლები - ჩოხატაურის რაიონის კონტროლის პალატა, მთავარი ინსპექტორი
1992 -1993 წლები - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ეკონომიკის განყოფილების გამგის მოადგილე
1985-1992 წლები - სოციალ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტი, განყოფილების გამგის მოადგილე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახური წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს.
მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მიმართულებების განსაზღვრა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, ადგილობრივი ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენა და განვითარების მიმართულებების განსაზღვრა; მუნიციპალიტეტის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა; ეკონომიკური განვითარების პროგრამებისა და პროექტების მომზადება და განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალიტეტის განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიული დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა; მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა; ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება და მართვის ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია; ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების, აღრიცხვის და მონიტორინგის უზრუნველყოფა; მუნიციპალური სერვისების განვითარების ხელშეწყობა და სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
- სამსახურის მისამართია: ჩოხატაური, წერეთლის ქუჩა #2
სამსახურის დებულების გადმოწერა
ქონებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის განყოფილება
მუნიციპალური სერვისების, ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების და მონიტორინგის განყოფილება
პოლიტიკის დაგეგმვის და პროექტების მართვის განყოფილება
| თანამდებობის დასახელება | იერარქიული რანგი | საშტატო ერთეულის რაოდენობა |
|---|---|---|
| ეკონომიკური განვითარების სამსახური | 11 | |
| ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი | პირველი რანგის – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი | 1 |
| ქონებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის განყოფილება | 3 | |
| ქონებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის განყოფილების უფროსი | მეორე რანგის – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი | 1 |
| უფროსი სპეციალისტი ქონების მართვის საკითხებში | მესამე რანგის პირველი კატეგორია | 1 |
| უმცროსი სპეციალისტი ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებში | მეოთხე რანგის მეორე კატეგორია | 1 |
| მუნიციპალური სერვისების, ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების და მონიტორინგის განყოფილება | 3 | |
| მუნიციპალური სერვისების, ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების და მონიტორინგის განყოფილების უფროსი | მეორე რანგის – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი | 1 |
| უფროსი სპეციალისტი ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების საკითხებში | მესამე რანგის პირველი კატეგორია | 1 |
| უფროსი სპეციალისტი მუნიციპალური სერვისების საკითხებში | მესამე რანგის პირველი კატეგორია | 1 |
| პოლიტიკის დაგეგმვის და პროექტების მართვის განყოფილება | 4 | |
| პოლიტიკის დაგეგმვის და პროექტების მართვის განყოფილების უფროსი | მეორე რანგის – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი | 1 |
| უფროსი სპეციალისტი პოლიტიკის დაგეგმვისა და ეკონომიკის ანალიზის საკითხებში | მესამე რანგის პირველი კატეგორია | 1 |
| უფროსი სპეციალისტი პროექტების მართვისა და ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში | მესამე რანგის პირველი კატეგორია | 2 |
