
დავით თალაკვაძე
სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი
დაბადების თარიღი: 28.07.1993
ტელ: 555 709 550
ელ. ფოსტა: infrastructure@chokhatauri.gov.ge
განათლება ———————————————————————————————————————————————————————
თბილისის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
კვალიფიკაცია: ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხი მშენებლობაში
სამუშაო გამოცდილება ————————————————————————————————————————————————
2026 წლიდან დღემდე - სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი.
2022-2026 წლები - შპს NEW ROAD პროექტის მენეჯერი.
2019-2022 წლები - შპს საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის ტექნიკური ზედამხედველი.
2015-2019 წლები - შპს ვექტორი ჩოხატაურის რაიონის ბეტონის წარმოების სპეციალისტი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს.
სამსახური ფუნქციებია:
მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება; მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება; მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის წინადადებებისა და პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება; ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვა, მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებელი ობიექტების მშენებლობის კოორდინაცია.
სამსახურის მისამართია: ჩოხატაური, წერეთლის ქუჩა #2
სამსახურის დებულების გადმოწერა
არქიტექტურის განყოფილება
სივრცითი მოწყობის განყოფილება
ინფრასტრუქტურის განყოფილება
| თანამდებობის დასახელება | იერარქიული რანგი | საშტატო ერთეულის რაოდენობა |
|---|---|---|
| სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური | 10 | |
| სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი | პირველი რანგის – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი | 1 |
| არქიტექტურის განყოფილება | 2 | |
| არქიტექტურის განყოფილების უფროსი | მეორე რანგის – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი | 1 |
| უფროსი სპეციალისტი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების საკითხებში | მესამე რანგის პირველი კატეგორია | 1 |
| სივრცითი მოწყობის განყოფილება | 2 | |
| სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი | მეორე რანგის – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი | 1 |
| უფროსი სპეციალისტი- სივრცითი დაგეგმვის საკითხებში | მესამე რანგის პირველი კატეგორია | 1 |
| ინფრასტრუქტურის განყოფილება | 5 | |
| ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი | მეორე რანგის – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი | 1 |
| უფროსი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის საკითხებში | მესამე რანგის პირველი კატეგორია | 3 |
| უმცროსი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის საკითხებში | მეოთხე რანგის მეორე კატეგორია | 1 |
