მიმდინარე წლის 19-20 სექტემბერს ჩოხატაურის სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში გამარჯვებული იდეების გამოვლენის მიზნით კენჭისყრა გაიმართა, ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა მიიღო დაბა ჩოხატაურის ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა 465-მა მოქალაქემ.
გამოვლინდა გამარჯვებული პროექტი, (მამოგრაფიაზე დაფუძნებული უფასო სკრინინგ პროგრამის დანერგვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის) ასევე მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით გაიზარდა სამოქალაქო ბიუჯეტის თანხა, რის შედეგადაც განხორციელდება მეორე ადგილზე გასული პროექტიც (საფეხბურთო მოედანი დაბის ცენტრში).
იხილეთ კენჭისყრის შედეგები:
1) მამოგრაფიაზე დაფუძნებული უფასო სკრინინგ პროგრამის დანერგვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის. (169 ხმა )
პროექტის სავარაუდო ღირებულებაა: 35 000 ლარი.
პროექტის ავტორი: სალომე გუდავაძე
2) საფეხბურთო მოედანი დაბის ცენტრში (99 ხმა)
პროექტის სავარაუდო ღირებულებაა:50 000 ლარი.
პროექტის ავტორები:თამთა ცინცაძე, თენგიზ ნინიძე.
3) მიპოვე მარტივად. (42 ხმა)
პროექტის სავარაუდო ღირებულება შადგენს: 46 500 ლარს.
პროექტის ავტორი: ილია კეკელიძე
4) ჩოხატაურის მუცუპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობა, სახელწოდებით ,,ჩემი ოდა“. (34 ხმა)
პროექტის სავარაუდო ღირებულებაა:10 000 ლარი.
პროექტის ავტორი: ნათელა კალანდაძე
5) საბავშვო გასართობი სივრცე 9 აპრილის პარკში. (32 ხმა)
პროექტის სავარაუდო ღირებულებაა:50 000 ლარი
პროექტის ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი
6) ჩოხატაურის მინიატურული პარკი. (23 ხმა)
პროექტის სავარაუდო ღირებულებაა:43 000 ლარი.
პროექტის ავტორი: ნიკა სოროზანიშვილი.
7) ,,ავად გახდა ბუნება, გაუფუჭდა გუნება. დავდგით ბევრი ურნა, უცბათ განიკურნა’’ (19 ხმა)
პროექტის სავარაუდო ღირებულებაა:6000 ლარი
პროექტის ავტორები: ია ხუხუნაიშვილი, იზიკო სიხარულიძე, კესო კუტუბიძე.
8) მეტი სათამაშო-მეტი განვითარება. (18 ხმა).
პროექტის სავარაუდო ღირებულებაა: 16, 038 ლარი.
პროექტის ავტორები: მავრა ცერცვაძე, ანა გიორგაძე.
9) დაბა ჩოხატაურში გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე მოედნის 3X3-ზე კალათბურთის სათამაშოდ ადაპტირება. (10 ხმა)
პროექტის სავარაუდო ღირებულება შადგენს: 8 100 ლარს
პროექტის ავტორი:ზაზა კეშელავა.
10) ჩოხატაურის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის მომსახურებები. (7 ხმა)
პროექტის სავარაუდო ღირებულებაა:37 200 ლარი
პროექტის ავტორი: ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
11) ხიდის მშენებლობა. (4 ხმა).
პროექტის სავარაუდო ღირებულებაა: 50 000 ლარი.
პროექტის ავტორი: ნონა ჩხიკვაძე
12) იოგა გამაჯანსაღებელი ვარჯიშები. (3 ხმა)
პროექტის სავარაუდო ღირებულებაა: 29 742 ლარი
პროექტის ავტორი: მზია ნემსაძე
13) მინი გასართობი სკვერი ბავშვებისთვის ( გოგიბერიძის ქუჩაზე). (3 ხმა)
პროექტის სავარაუდო ღირებულებაა: 47 000 ლარი.
პროექტის ავტორი: ნინო ჩიგოგიძე
14) ღია სივრცე და მოძრავი ინვენტარი ახალგაზრდებისათვის. (1 ხმა)
პროექტის სავარაუდო ღირებულებაა: 13 700 ლარი
პროექტის ავტორი: შაკო მეფარიშვილი.
1 ბათილი ბიულეტენი.
მუნიციპალიტეტი დიდ მადლობას უხდის იდეის ავტორებსა და მოქალაქეებს დაინტერესებისა და აქტიურობისათვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს და გერმანული ორგანიზაციას “პური მსოფლიოს” მხარდაჭერისათვის.