ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური, ჩოხატაურის მერიის ახალგაზრდულ საბჭოსთან ერთად, აცხადებს „ახალგაზრდული იდეების კონკურსს“.
კონკურსის მიზანია:
- საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა;
- საგანმანათლებლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი პროექტების წახალისება;
- ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
- სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა;
- გარემოს დაცვა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებსა და ახალგაზრდული საბჭოს წევრებს.
წარდგენილი პროექტის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 5000 (ხუთი ათას) ლარს. პროექტის საერთო თანხა შეადგენს 20 000 (ოცი ათას) ლარს.
კონკურსში გამარჯვებულ პროექტს გამოავლენს ჩოხატაურის მერის მიერ დამტკიცებული დროებითი სამუშაო კომისია.
განცხადებები მიიღება ელექტრონული ფორმით, მისამართზე: likachakalovi123@gmail.com,
ასევე, ფიზიკური ფორმით, მისამართზე: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, წერეთლის ქ. N2
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 40 86 86
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 8 აგვისტო.
საპროექტო განაცხადის ფორმა და დებულება იხილეთ მითითებულ ბმულებზე: განაცხადის ფორმა დებულება