ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია და გენდერული თანასწორობის საბჭო აცხადებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერ კონკურსს.
- კონკურსის მიზანია:
ქალების, მათ შორის ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა, რაც შემდგომში განაპირობებს ქალთა ეკონომიკურ/სოციალურ აქტიურობას და ხელს შეუწყობს თანაბარი გარემოს შექმნას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ან/და ფაქტობრივად მცხოვრებ ქალებს 18 წლიდან, ან ქალთა საინიციატივო ჯგუფებს.
- კონკურსში ჩართვის მიზნით ბენეფიციარს შეუძლია მხოლოდ ერთი განაცხადის წარმოდგენა. პროექტი/იდეა უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
- თითოეულ პროექტზე, თანადაფინანსების (სუბსიდირება) მინიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს, მაქსიმალური – 5000 ლარს. ბენეფიციარის თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს მის მიერ წარმოდგენილი პროექტით მოთხოვნილი თანხის – არანაკლებ – 10%. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს საბანკო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს პირად ანგარიშზე თანხის არსებობას, რაც მოთხოვნილი თანხის 10%-ს შეადგენს. საინიციატივო ჯგუფის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ანგარიში.
- თანადაფინანსებად იგულისხმება მხოლოდ თანხობრივი მონაწილეობა. პროექტი/იდეა უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
- თანამონაწილეობის ვალდებულებისგან თავისუფლდება: ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, შშმ პირი ქალი, ძალადობის მსხვერპლი, მარტოხელა სტატუსის მქონე და მრავალშვილიანი დედები.
- კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებები:
- მემცენარეობა
- მეცხოველეობა
- სოფლად ტურიზმის განვითარება
- ხელოვნება და ხელსაქმე
- კულინარია
- მომსახურების სფერო
- განცხადებას უნდა ერთვოდეს კონკურსანტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო საინიციატივო ჯგუფის შემთხვევაში მათი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- კონკურსი სამეტაპიანია:
- განცხადებების გადარჩევა.
ხარვეზის დადგენის შემთხვევაში მონაწილეს მიეცემა 3 დღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
- პროექტების პრეზენტაცია და გასაუბრება
- ფარული კენჭისყრა და გამარჯვებულის(გამარჯვებულების) გამოვლენა.
გამარჯვებულ პროექტად ჩაითვლება პროექტი, რომელიც მიიღებს სხდომაზე საბჭოს დამსწრე წევრთაგან ყველაზე მეტ ხმას.
- გამარჯვებულ პროექტზე განხორციელდება პროექტის შესრულების, როგორც შუალედური , ასევე საბოლოო მონიტორინგი.
- ბიზნეს–იდეის შევსების ფორმა იხილეთ: ლინკზე განაცხადი
- განცხადებების მიღება დაიწყება 2023 წლის 26 სექტემბრიდან , განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2023 წლის 17 ოქტომბერი
განცხადებები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: chokhatauri.gts@gmail.com
ასევე, წერილობითი სახით მისამართზე: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, წერეთლის ქ. N2, მესამე სართული
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 579269595