ანონსი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი გიწვევთ საჯარო კონსულტაციაზე
„მოქალაქეთა მონაწილეობის სტრატეგიის შემუშავება“,
რომელიც გაიმართება 2024 წლის 26 იანვარს,
მის: ჩოხატაური, წერეთლის ქუჩა #2 (მუნიციპალიტეტის შენობა)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი იწყებს მოქალაქეთა მონაწილეობის სტრატეგიის შემუშავებას და ამ მიზნით მართავს საჯარო კონსულტაციას დაინტერესებული მხარეებისთვის.
საჯარო კონსულტაცია გაიმართება ინოვაციური მეთოდოლოგიის – სამოქალაქო ლაბორატორიის (Civiclab) გამოყენებით. აღნიშნული მეთოდოლოგია გულისხმობს სისტემატიზირებულ და დროში გაწერილ საჯარო კონსულტაციის ციფრულ მოდელს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
შესაბამისად, აღნიშნული საკონსულტაციო მექანიზმი ქმნის სივრცეს ყველა დაინტერესებული პირისთვის ჩაერთოს მოქალაქეთა მონაწილეობის სტრატეგიის შემუშავების პროცესში, გაუზიაროს მუნიციპალიტეტს საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები და იდეები.
საჯარო კონსულტაციაში მონაწილეობა შეუძლიათ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს, სამოქალაქო და კერძო სექტორის, საგანმანათლებლო, მედიის, საჯარო სექტორისა და სათათბირო მრჩეველთა საბჭოების წარმომადგენლებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრატეგია შემუშავდეს ფართო საზოგადოების ჩართულობით.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია 21 იანვრამდე შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/oCELV .
საჯარო კონსულტაციისთვის მონაწილეების შერჩევა მოხდება სექტორული მრავალფეროვნების, გამოცდილებისა და მოტივაციის მიხედვით.
შერჩეულ მონაწილეებთან მოხდება დამატებითი კომუნიკაცია.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
სახელი/გვარი: თეა უჯმაჯურიძე
ტელ: 577 955 543
ელ.ფოსტა: tea_giorgi@yahoo.com
საკონსულტაციო შეხვედრა იმართება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მხარდაჭერით.