საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი დანართის – ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი დანართი – ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი დანართი – ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა, თანდართული დოკუმენტაცია და სკოპინგის განცხადება, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, განთავსებულია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (ელ. ბმული- https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1209), საქართველოს მუნიციპალიტეტების მერიის საინფორმაციო დაფასა და ოფიციალურ ვებგვერდებზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.moesd.gov.ge/?page=projects&s=49).