მიმდინარე წლის 18 ნოემბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
მომხსენებლები:
-ირაკლი კუჭავა-ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
-მაია კუტუბიძე-ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე;
-მაია გოგოლაძე-ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი;
-ვლადიმერ სიხარულიძე-საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
შეხვედრას ესწრებოდნენ:
ადგილობრივი თვითმმართველობის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორის, საინიციატივო ჯგუფების, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს, ადგილობრივი ა(ა)იპების წარმომადგენლები და მოქალაქეები.
ჩოხატაურის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი და მისი ძირითადი პარამეტრები, ხოლო საკრებულოს თანამდებობის პირებმა ბიუჯეტის პროექტზე მათი მოსაზრებები წარმოადგენს.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ინიციატივები.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა გაგრძელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მადლობას ვუხდით მოქალაქეებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით ,,ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს” (INDI) და ,,გურიის სამოქალაქო ცენტრს”.