
ქალთა ფონდ „სოხუმის“ ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემაზე – ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა (სოციალური თანამშრომლობა და რეფერირება), რომელშიც მონაწილეობდნენ უწყებათაშორისი კომისიის წევრები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, პედაგოგები, სამართალდამცავი უწყებებისა და ჯანდაცვის წარმომადგენლები.