ზოტის ცენტრალური გზა სრულად რეაბილიტირდა.
ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო გზის 3 კმ-მდე მონაკვეთზე.
პროექტი მთის განვითარების ფონდიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულებაც 1 მლნ 514 195 ლარია.
აღნიშნული გზის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო და ჯამში 5 კმ შეადგინა.
დასრულებული სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.