27 აპრილი 2024

სამსახურები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული  სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სტრუქტურულ ერთეულს.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა; მერიაში ერთიანი საქმისწარმოებისა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა; მერიის ადამიანური რესურსების მართვა და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; მერის და სტრუქტურული ერთეულების იურიდიული კონსულტირება, სამართლებრივი დასკვნების მომზადება, მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობის და მათი მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის მერიის კანონიერი ინტერესების დაცვა; მუნიციპალიტეტის ორგანოებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირება, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით მიღებული სამართლებრივი აქტების გამოქვეყნება, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

  • სამსახურის მისამართია: ჩოხატაური, წერეთლის ქუჩა #2
     

სამსახურის დებულების გადმოწერა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სტრუქტურულ ერთეულს.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა; სახაზინო მომსახურება და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.

  • სამსახურის მისამართია: ჩოხატაური, წერეთლის ქუჩა #2
     

სამსახურის დებულების გადმოწერა

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სტრუქტურულ ერთეულს.

მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ფუნქციებია: განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული განათლების, კულტურისა და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვა, მათი რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამის პროექტების მომზადება; დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამების განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და მართვა, მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა.

  • სამსახურის მისამართია: ჩოხატაური, წერეთლის ქუჩა #2
     

სამსახურის დებულების გადმოწერა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სტრუქტურულ ერთეულს.

მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ფუნქციებია: ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადება; პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ინვენსტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტაციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე, მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობა; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ საკითხების მომზადება; მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია, წინადადებების შემუშავება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის შესახებ; ბუნებრივი რესურსების მართვაში მონაწილეობის მიღება, გარემოს დაცვის ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა; ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.

  • სამსახურის მისამართია: ჩოხატაური, წერეთლის ქუჩა #2
     

სამსახურის დებულების გადმოწერა

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სტრუქტურულ ერთეულს.

მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ფუნქციებია: ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სფეროში მუნიციპალური რესურსების მობილიზება; მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით პროგრამების მომზადება და განხორციელება; ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფა; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა; სოციალური მონიტორინგის წარმოება, რისთვისაც უნდა მოიპოვონ, დაამუშავონ და გააანალიზონ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, აღრიცხონ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და შეიმუშავონ სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამები; კომპეტენციის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სოციალურად დაუცველი პირებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებებსა და შეღავათებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა; კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური მუშაობის ჩატარება.

სამსახურის მისამართია: ჩოხატაური, წერეთლის ქუჩა #2

 

სამსახურის დებულების გადმოწერა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სტრუქტურულ ერთეულს.

სამსახური ფუნქციებია:

მერიის ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციებია: მშენებლობის და არქიტექტურული საქმიანობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე ზედამხედველობა; არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობისთვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა; კანონით დადგენილი წესის  შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კონტროლის განხორციელება კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე; მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა საქმისწარმოება და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

სამსახურის მისამართია: ჩოხატაური, წერეთლის ქუჩა #2

 

სამსახურის დებულების გადმოწერა

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სტრუქტურულ ერთეულს.

სამსახური ფუნქციებია:

მერიის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულების დადგენილი ფორმით წარმოდგენილი წლიური მოთხოვნების საფუძველზე, საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშგების წარმოების დროულობა და სისრულის მონიტორინგი; სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის წარმოება, სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა; მიღებული საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში მერიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და განვითარება.

სამსახურის მისამართია: ჩოხატაური, წერეთლის ქუჩა #2

 

სამსახურის დებულების გადმოწერა

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის  სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სტრუქტურულ ერთეულს.

სამსახური ფუნქციებია:

მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება; სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობის ორგანიზაცია; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სასწავლო, სპორტულ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად სამხედრო პატრიოტული ღონისძიებების ორგანიზება; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი.

სამსახურის მისამართია: ჩოხატაური, წერეთლის ქუჩა #2

 

სამსახურის დებულების გადმოწერა

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სტრუქტურულ ერთეულს.

სამსახური ფუნქციებია:

მერიის შიდა აუდიტისა და იმპექტირების სამსახურის ფუნქციებია: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა; მათი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფის მიზნით დამოუკიდებელი, ობიექტური და საკონსულტაციო საქმიანობა, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინებული მიდგომით შეაფასებს და გააუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას და მიმართული იქნება დაწესებულების ამოცანების სრულყოფილად შესრულებისაკენ.

სამსახურის მისამართია: ჩოხატაური, წერეთლის ქუჩა #2

 

სამსახურის დებულების გადმოწერა

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სტრუქტურულ ერთეულს.

სამსახური ფუნქციებია:

მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება; მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება; მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის წინადადებებისა და პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება; ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვა, მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებელი ობიექტების მშენებლობის კოორდინაცია.

სამსახურის მისამართია: ჩოხატაური, წერეთლის ქუჩა #2

 

სამსახურის დებულების გადმოწერა

 

Skip to content