ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრი „მეთამაშეს“ განახლებული სივრცის გახსნას დაესწრო.
ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრი უზრუნველყოფს შშმ ბავშვებისთვის განვითარების ხელშეწყობასა და ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო სერვისებს. განახლებული ინფრასტრუქტურა და დამატებული პროგრამები — მათ შორის სენსორული თერაპია — ქმნის თანამედროვე, ინკლუზიურ გარემოს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში ხარისხიანი მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით.