ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის გასტროლის ფარგლებში, სპექტაკლი „უცნაური ქალბატონი სევიჯი“ გაიმართა, რომელსაც ჩოხატაურის მერი მინდია ჟღერია, მოადგილე ლევან ჩხიკვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
გასტროლი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.
პროექტი საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟით, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, ა(ა)იპ ისტორიის, ეთნოლოგიისა და რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებითა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.







