ჩოხატაურის მერმა მინდია ჟღერიამ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა.
მიმდინარეობს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებული შემდეგი პროექტები:
- ქვენობანი-ხიდისთავის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
- ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ახალშენი-ხიდისთავის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
- სოფელ ამაღლების ცენტრიდან, ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელ ცენტრალური გზის მიმართულებით, უმოკლესი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.
- შუა ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის ცენტრალური გზიდან სასაფლაოს მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.
- სოფელ დაბლაციხეში ცენტრალური გზიდან სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.
- ხევი-ერკეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.
- გორაბერეჟოულის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენისა და სოფელ გორაში კოტრიკაძეების უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში:
- „მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ერკეთის დედათა მონასტერთან” მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
- დაბლაციხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვ. ჩხიკვაძის ეზოსთან, სტიქიის შედეგად დაზიანებული რკინაბეტონის კედლის მოწყობის და საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოები.
- ჯვარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ინტაბუეთში მ. ბასილიას სახლთან სტიქიისგან დაზიანებული რკინაბეტონის კედლისა და საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები.








