ჩოხატაურის მერის ახალგაზრდულმა მრჩეველთა საბჭომ, ხელოვნების სასახლეში განახორციელა პროექტი – „ჩვენი უბნის ზღაპრული ლაბირინთი”, რომლის მიზანია სოფლის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, რათა ახალგაზრდებსა და ფართო საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, ახლოს გაეცნონ ადგილობრივ ისტორიასა და ტრადიციებს.
პროექტი, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მიერ ორგანიზებული „ინიციატივების კონკურსის“ ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და 10 საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს ახალგაზრდული საბჭოების ასოციაციის (სამსა) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.