გაცნობებთ, რომ ნავთობის და გაზის VII-B სალიცენზიო ბლოკზე
(ტერიტორიულად მოიცავს ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და
ქობულეთის მუნიციპალიტეტებს) სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის
წილობრივი განაწილების ხელშეკრულებებისა და ნავთობისა და გაზის
რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიების საფუძველზე ნავთობის
და გაზის ოპერაციებს ახორციელებს „Hindustan Silichem Private Limited”, რომლის
დაკვეთით კონსულტანტი კომპანია შპს „გეო კონსალტინგი“ ამზადებს
ზემოაღნიშნული სალიცენზიო ბლოკის მომცველი ტერიტორიის „გარემოზე
ზემოქმედების შეფასების ანგარიშს“ (გზშ), რომელიც შეიცავს ნავთობისა და გაზის
ოპერაციების შედეგად გარემოზე პოტენციური ზემოქმედების ანალიზს.
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2025 წლის 17 ნოემბერს 14
საათზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მსგავსი ინფორმაცია
9 სექტემბერი 2025
166
15 აგვისტო 2025
166
