გაცნობებთ, რომ 2025 წლის 24 ნოემბერს შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“, „გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, დაგეგმილ საქმიანობაზე (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე
სუფსაზე, 15 მგვტ სიმძლავრის „სურები 2 ჰესის“ მშენებლობა და ექსპლუატაცია) სსიპ გარემოს ეროვნულ
სააგენტოში წარმოადგინა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება.
განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტებთან ერთად განთავსებულია
გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://ei.gov.ge/ka/info/56ed75c7-15eb-48f9-a8b5-f1999ac7effc.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებული
წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს
2026 წლის 27 იანვრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან
ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას
მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული პროექტის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება: 2026 წლის
12 იანვარს, 15:00 საათზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო სურების საჯარო სკოლის შენობაში
