გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე, მერის მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში, დედათა მონასტრამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის გაფართოება, დამცავი კედლების, საფეხმავლო ბილიკის, გარე განათების და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა.
სამუშაოები სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 434 413 ლარს შეადგენს.




