ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძესთან ერთად, სოფელ გუთურში დავით აღმაშენებლის სახელობის ახლად აშენებულ ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო, რომელიც შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
ტაძრის გახსნასთან დაკავშირებულ წირვას ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და სოფელ გუთურის მცხოვრებლები დაესწრნენ.





