ჩოხატაურის ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩოხატაურის მერიის ორგანიზებით, საახალწლო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე.
„ძვირფასო ჩოხატაურლებო, გილოცავთ ახალ წელს!
მინდა, 2026 წელი თითოეული თქვენგანისთვის იყოს მშვიდობის, კეთილდღეობისა და ახალი შესაძლებლობების წელი. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და წარმატებას.
მადლობა ყველას, ვინც დღეს აქ არის და ჩვენს მუნიციპალიტეტში საახალწლო განწყობას ქმნის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერ მომავალს!“ — განაცხადა ჩოხატაურის მერმა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საბავშვო აქტივობები და ანიმატორების შოუ, შესრულდა ადგილობრივი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების ნომრები, ხოლო საღამოს მთავარი ნაწილი ოთო ნემსაძისა და ბენდის კონცერტი იყო.
საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.




