ჩოხატაურში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ჩოხატაურის მერი მინდია ჟღერია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით გამართულ საახალწლო ღონისძიებას დაესწრნენ.
ღონისძიება ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა მრავალფეროვან გასართობ, შემოქმედებით და კულტურულ აქტივობებს. პატარა სტუმრებისთვის მოწყობილი იყო საბავშვო სივრცეები, სადაც მათ შეეძლოთ შეხვედროდნენ ზღაპრის გმირებსა და თოვლის ბაბუას.
საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.




