ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა მინდია ჟღერიამ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ზაალ მამალაძესთან, გურიის დელეგატის ჩოხატაურის ბიუროს წარმომადგენელ სოფიკო ჯინჭარაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკო 9 აპრილის სკვერში მდებარე გმირთა მემორიალი, ასევე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ჩოხატაურელი ნატო გიორგაძის საფლავი სოფელ ახალშენში და პატივი მიაგო გმირების ხსოვნას. აღევლინა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პარაკლისიც.



