ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებული პროგრამის — „ახალგაზრდული საქმიანობის“ დელეგატს თორნიკე ბერიძეს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში დელეგატმა მერს თავისი მოვალეობები და სამომავლო გეგმები გააცნო.
პროექტი, რომელიც ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება, მიზნად ისახავს რეგიონებში ახალგაზრდული მიმართულების გაძლიერებასა და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ბიძინა ცინცაძე ესწრებოდა.


