ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება — „მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში“.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს გააცნეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემა, GITA-ს 2026 წლის პროგრამები, ასევე ჩატარდა საგანმანათლებლო ლექცია და 3D მოდელირებისა და ბეჭდვის პრაქტიკული სემინარი.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ამაღლებას, მეწარმეობის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ჩართულობის ხელშეწყობას.



