ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ზაალ მამალაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერან გალაქტიონ ჩხიკვაძეს ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
ასევე, პატივი მიაგეს სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს — ყვავილებით შეამკეს ჭიჭიკო ბენდელიანის ბიუსტი და პლატონ წიქარიძის საფლავი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1 000 ლარს მიიღებენ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერან გალაქტიონ ჩხიკვაძეს 1 000 ლარი გადასცა.



