ხელოვნების სასახლეში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება გაიმართა, რომელსაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საღამოს დასასრულს, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მართმადიდებლური სკოლის მიერ იყო ორგანიზებული, მონაწილეები და წარმატებული მოსწავლეები სპეციალური სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.



