ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის ბიუსტი.
ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია, რის შემდეგაც გაიმართა სხვადასხვა სპორტული აქტივობა – დოღი, მკლავჭიდი და ბაგირის გადაძალვა. გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ.
ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო ხალხური სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები. ღონისძიებები ხელოვნების სასახლეში ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გამართული კონცერტით დასრულდა.






