ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა მინდია ჟღერიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ჯუმბერ ბერძენიშვილთან და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და პროფესიონალიზმის, თავდადებისა და ქვეყნის ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.


