ინდურ-ქართული კულტურული საღამო ჩოხატაურში
ჩოხატაურში, მუნიციპალიტეტის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციების „ქალები ქალებისათვის“ და „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ (NGOCDPF) ორგანიზებითა და ინდოეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, ინდურ-ქართული კულტურული საღამო გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოში ინდოეთის ელჩი ამიტ კუმარ მიშრა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ინდური კლასიკური ცეკვის ანსამბლი „ტრიკაია“ და ჩოხატაურის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები „ილეკრო“ და „რჩეული“.
საღამოს დასასრულს, ქართველმა და ინდოელმა მოცეკვავეებმა ერთობლივი ნომერი შეასრულეს.









