ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბაზიერობაში ტრადიციული ღია პირველობა გაიმართა.
ბაზიერობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს წინ უძღოდა შეხვედრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც სტუმრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ჩხიკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერძენიშვილი შეხვდნენ.
ღია პირველობის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, გურულ ტრადიციას, მიმინოზე ნადირობას (ბაზიერობას) და ტურიზმის მდგრად განვითარებას მიეძღვნა.
მონაწილეებმა იმსჯელეს ბაზიერობის საერთაშორისო პოპულარიზაციის, ტრადიციული ცოდნის თაობებს შორის გადაცემისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხებზე.
კონფერენციაში უცხოელი ექსპერტები, მათ შორის პოლონეთის შჩეცინის უნივერსიტეტის პროფესორი ადამ პავლიჩი და ეგვიპტელი სპეციალისტი დალია აბდალა მოჰამედ რადი სარი მონაწილეობდნენ.
ბაზიერობის ტრადიციულ ღია პირველობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბაზიერობისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.





