ჩოხატაურის მერი მინდია ჟღერია, საკრებულოს თავმჯდომარესთან ჯუმბერ ბერძენიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩოხატაურის ნინო რამიშვილის სახელობის ხელოვნების სასახლეში დაესწრო ნილ საიმონის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს ,,ქალები”, რომელიც კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა წარმოადგინა.
გასტროლის ფარგლებში, თეატრის მსახიობებმა, გორაბერეჟოულის დენდროლოგიური პარკის საკონფერენციო სივრცეში, შეხვედრა გამართეს ადგილობრივ ახალგაზრდებთანაც, ესაუბრნენ თეატრის მნიშვნელობაზე და უპასუხეს შეკითხვებს.
ღონისძიება ჩატარდა ,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალი პროექტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.





