გურია გასტრონომიულ ფესტივალს „გემოფესტს“ მასპინძლობს.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, ჩოხატაურის მერი მინდია ჟღერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში მიმდინარე ფესტივალზე წარმოდგენილია: კვების სივრცე, სამეწარმეო მარკეტი, აგროზონა, საბავშვო შემეცნებით-გასართობი აქტივობები და მუსიკალური პროგრამა ბენდისა და DJ-ის მონაწილეობით.
ფესტივალის მიზანია გურული სამზარეულოს წარმოჩენა, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა და რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით იმართება.

