ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერძენიშვილთან, მერის პირველ მოადგილე ბიძინა ცინცაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სერგო კოტრიკაძის სახელობის მუნიციპალური საფეხბურთო ტურნირის ფინალურ მატჩს დაესწრო და საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს თასები გადასცა.
ტურნირში მუნიციპალიტეტის 16 გუნდი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
პირველი ადგილი — “გუბაზი“ (ხიდისთავი).
მეორე ადგილი — “ვეტერანი“ (ხიდისთავი).
მესამე ადგილი — “გუთური“ (გუთური).
ტურნირი ჩატარდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით.

