2018 წლის 16 თებერვალს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი.ცენტრის შემადგენლობაში შევიდა მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საბიბლიოთეკო გაერთიანება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სამუზეუმო გაერთიანება.
ცენტრი, საზოგადოებრივი მომსახურების გაწევის მიზნით, წარმართავს საქმიანობას კულტურულ-საგანმანათლებლო,სამეცნიერო-საინფორმაციო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის საბიბლიოთეკო და საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიულ მომსახურების, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამუზეუმო ფონდის დაცვისა და მართვის ორგანიზებისა და თანამედროვე სახვითი ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფას.
არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გალერიის, შემდეგი მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების ფუნქციონირებას:
1. თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა (დაბა ჩოხატაური.გურიია ქ.#1)
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.( დაბა ჩოხატაური დუმბაძის ქ.#13)
3. ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი (სოფ.ხიდისთავი)
4. ნიკო მარის სახლ-მუზეუმი (სოფ.დაბლაციხე)
5. მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმი(სოფ.ქვენობანი)
6. გურიის ერისთავების ციხე-დარბაზი(სოფ.გორაბერეჟოული)
7. მთავარი ბიბლიოთეკა(დაბა ჩოხატაური.დუმბაძის ქ.#10)
8. ნოდარ დუმბაძის სახელობის ხიდისთავის ბიბლიოთეკა
9. ბუკისციხის ბიბლიოთეკა
10. იანეულის ბიბლიოთეკა
11. ვან-ზომლეთის ბიბლიოთეკა
12. შუა ამაღლების ბიბლიოთეკა
13. ამაღლების ბიბლიოთეკა
14. ქვენობნის ბიბლიოთეკა
15. დაბლაციხის ბიბლიოთეკა
16. ხევის ბიბლიოთეკა
17. ზემო სურების ბიბლიოთეკა
18. ერკეთის ბიბლიოთეკა
19. ქვემო ერკეთის ბიბლიოთეკა
20. ჯვარცხმის ბიბლიოთეკა
21. საჭამიასერის ბიბლიოთეკა
22. საყვავისტყის ბიბლიოთეკა
23. გუთურის ბიბლიოთეკა
იურიდიული მისამართი: დაბა ჩოხატაური. დუმბაძის ქ. N13
facebook გვერდი: https://www.facebook.com/ჩოხატაურის-არაფორმალური-განათლების-და-კულტურული-მემკვიდრეობის-დაცვის-ცენტრი-463967953620387/
ელ. ფოსტა: informaleduchokhatauri@gmail.com