ორგანიზაცია დაფუძნებულია 2007 წლის 23 მაისის.
სამსახურის საქმიანობის ძირითად მიზნებს და ამოცანებს წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე: სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, დასუფთავების სამუშაოების შესრულება, გარე განათების მოვლა-პატრონობა, ექსპლუატაცია, ნაგავსაყრელთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობა, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ამოღების უზრუნველყოფა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებიდან, გამწვანებისა და დეკორაციული სამუშაოების შესრულება, ხე-მცენარეების მოვლითი სამუშაოების განხორციელება, პარკების, სკვერების, გაზონების და ტროტუარების მოწესრიგება, კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულება, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიეზე სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.
ელ. ფოსტა: sxivi2007@yahoo.com