ჩოხატაურის მუნიციპალიტეტეის ა(ა)იპ კურორტი ბახმარო დაფუძნდა 2013 წლის მაისის თვეში.
ორგანიზაციის მიზანი: დაწესებულების მიზანია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბახმაროს საკურორტო-სარეკრეაციო ტერიტორიის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მოვლა-პატრონობა, შემეცნებითი, გასართობი და სპორტული დანიშნულების ობიექტების შექმნა, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
დაწესებულების ამოცანები და ფუნქციები: მოსახლეობის გაჯანსაღების, დასვენების, კულტურული, სამედიცინო და კომუნალური მომსახურების ეფექტური პირობების უზრუნველყოფა, საკურორტიო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა, დამსვენებელთა კონტიგენტისათვის დასვენებისა და ტურიზმის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პირობების შექმნა, ბახმაროს საკურორტო-სარეკრეაციო ტერიტორიაზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, კურორტის ტერიტორიის კეთილმოწყობის, საქუჩო განათებისა და წყალმომარაგების სისტემის მოვლა პატრონობის ხელშეწყობა, სარეკრეაციო და სანიტარული ზონების დაცვის შესახებ კანონმდებლობის დაცვის ხელშეწყობა.