ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ეწვია და მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა.
„ყველა მეხანძრე-მაშველს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ პროფესიულ დღეს. თქვენ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გიწევთ, იდგეთ ქვეყნისა და მოქალაქეების სამსახურში. მადლობა ფასდაუდებელი შრომისა და საქმის მიმართ ერთგულებისთვის.
ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას გისურვებთ“. – განაცხადა ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ